Belive

ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი გახდა (ვიდეო)

1 წთ

ბრიტანული სპორტისათვის საკრალულ უქმეებს, სინათლის სხივად ლუის ჰემილტონის ტრიუმფი მოევლინა. "ლესტერის" მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბჰას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაღი არაერთ სპორტულ მოვლენას დაასვა. კვირას, 28 ოქტომბერს გამართული მექსიკის გრან-პრი ლუის ჰემილტონისათვის განსაკუთრებული გამოდგა. ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ გასაფორმებლად ბრიტანელ მრბოლელს მინიმუმ მე-7 პოზიცია უნდა დაეკავებინა. ლუის ჰემილტონისათვის რბოლა იდეალურად წარიმართა. ჰემილტონმა მე-4 ადგილი დაიკავა - რაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. მექსიკის გრან-პრიზე გაფორმებული ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, ჰემილტონი ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელს, მიხაელ შუმახერს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლეგენდარული შუმახერი ჩემპიონის 7 ტიტულს ფლობს. მეორე და მესამე პოზიციებს 5-5 გამარჯვებით, ხუან მანუელ ფანჯიო და ლუის ჰემილტონი იყოფენ.

სხვა სტატიები