Belive

ლამპარდისა და კლოპის სიტყვიერი დაპირისპირება (ვიდეო)

1 წთ
პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "ჩელსის" დაუპირისპირდა. "ენფილდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "ჩელსის" კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დანიშნა. სადავო ეპიზოდის განხილვაში ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩაერთო. ფრენკ ლამპარდსა და კლოპის ასისტენტს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში გერმანელი სპეციალისტი ჩაერია, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა. ფრენკ ლამპარდმა იურგენ კლოპს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების დამშვიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კლოპის ასისტენტებმა მოწინააღმდეგე გუნდის წევრების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ.

სხვა სტატიები