Belive

ლა ლიგა: XVI ტურის მიმოხილვა (ვიდეო)

9 წთ
"ლა ლიგის" XVI ტური წინა ტურისგან განსხვავებით ნაკლებად უხვგოლიანი იყო. გასულ ტურს ცენტრალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე თამაშმა ყურადღება მიიქცია. ტური ესპანეთში პარასკევს, 14 დეკემბერს "სელტასა" და "ლეგანესის" მატჩით გაიხსნა.  სტატისტიკა: მატჩი: 9 გატანილი გოლების რაოდენობა: 24 ყვითელი ბარათი: 46 წითელი ბარათი: 2 ბომბარდირი: ლიონელ მესი 14 გოლი საუკეთესო ასისტი: ლიონელ მესი 10

სელტა 0:0 ლეგანესი  

XVI ტურის პირველი მატჩი ვიგოში გაიმართა. "სელტამ" "ლეგანესს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მისულა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, მატჩი "ლეგანესისთვის" მეტად მნიშვნელოვანი იყო. გუნდი მე-16 პოზიციას იკავებდა და გასავარდნ ზონასთან სხვაობა მცირე იყო. ფრის შემდეგ, ის დარჩა მე-16 ადგილზე. რაც შეეხება "სელტას", გუნდი ცხრილის შუა ნაწილშია. იკავებდა მე-10 პოზიციას, ხოლო ნათამაშებმა ფრემ, ვიგოელებს ერთი საფეხურით წინ გადასვლის შანსი მისცა და ახლა "სელტა" მე-9 პოზიციაზეა. ევროპა ლიგის ზონასთან გუნდს მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

ხეტაფე 1:0 რეალ სოსიედადი

ტურის მეორე შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც "ხეტაფემ" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში "ხეტაფე" უკეთ გამოიყურება და გუნდი შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება "სოსიედადს", ბასკები საკუთარ თავს არ გვანან და შესაბამისად ეს სატურნირო ცხრილზეც აისახება. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს. თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მცირე სათამაშო უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ. შეხვედრის ერთადერთი ბურთი კი დებიუტშივე, მე-3 წუთზე გავიდა. ხორხე მოლინამ "ხეტაფეს" 3 ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით მადრიდელები ევროპა ლიგის ზონაში შევიდნენ და 24 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდნენ. მანამდე გუნდი მერვე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება "სოსიედადს", ბასკები 19 ქულით მე-15 ადგილზე არიან. ამ მარცხამდე ისინი მე-13 პოზიციას იკავებდნენ.

ვალიადოლიდი 2:3 მადრიდის ატლეტიკო 

ტურის ყველაზე უხვგოლინი თამაში სწორედ ეს აღმოჩნდა. "ვალიადოლიდმა" "ატლეტიკოსთან" 2:3 წააგო. მადრიდელები ფლობდნენ უპირატესობას. ბოლო წლების მსგავსად, "ატლეტიკო" მიმდინარე სეზონშიც მოწოდების სიმაღლეზეა. პირველი ტაიმი სტუმრებმა კალინიჩისა და გრიზმანის გატანილი ბურთებით 0:2 მოიგეს. მეორე ნახევარში, 6 წუთიან მონაკვეთში სიტუაცია შეიცვალა. 57-ე წუთზე კალერომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 63-ეზე საულმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. მადრიდელებმა თამაშის მოგება მე-80 წუთზე შეძლეს. გრიზმანმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით "ატლეტიკო" მეორე-მესამე ადგილებს 31 ქულით "სევილიასთან" იყოფს. რაც შეეხება "ვალიადოლიდს", გუნდი 20 ქულით მე-12 ადგილზეა.

რეალი 1:0 რაიო ვალეკანო  

ტურის მომდევნო მატჩი მადრიდული დერბია. მადრიდის "რეალი" "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ. უპირობო ფავორიტი, რა თქმა უნდა, სამეფო კლუბი იყო. "რეალმა" მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი კი მატჩის დებიუტში, მე-13 წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა. "რაიო ვალეკანოს" კარგი დღე არ უდგას. გუნდს მხოლოდ 10 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა. დიდი ალბათობით მადრიდის გარეუბნელები "ლა ლიგას" დაემშვიდობებიან. რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბი" 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

ეიბარი 1:1 ვალენსია

საინტერესო თამაშის მოლოდინში იყო გულშემატკივარი, რომელიც "ეიბარისა" და "ვალენსიას" მატჩს დაესწრო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში კი 29-ე წუთზე როდრიგომ გახსნა და "ვალენსია" დააწინაურა. მეორე ნახევარში, 59-ეზე შარლესმა თერთმეტ მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ანგარიში შეხვედრაში აღარ შეცვლილა. "ვალენსია" მე-14 ადგილზე აღზევდა. წინა ტურში ის მეთხუთმეტეზე იყო. რაც შეეხება "ეიბარს", გუნდი მე-13 პოზიციას იკავებს. მისი ადგილი კი სწორედ "ვალენსიამ" დაიკავა.

სევილია 2:0 ჟირონა

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩად შეგვიძლია სწორედ ეს დაპირისპირება მივიჩნიოთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მართლაც საინტერესო თამაშის მოლოდინში ვიყავით. "სევილია" ტრადიციულად საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს და ეს ამჯერადაც დაამტკიცა. გუნდმა "ჟირონა" 2:0 დაამარცხა. ორივე ბურთი მეორე ნახევარში გავიდა. 55-ე წუთზე ევერ ბანეგამ თერთმეტ მეტრიანი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ზუსტად 9 წუთში კი პაბლო სარაბიამ მეორედ აიღო კატალონიელთა კარი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. "სევილიამ" ამ გამარჯვებით მეორე პოზიცია შეინარჩუნა. "ჟირონა" კი ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-10 ადგილს იკავებს.

ესპანიოლი 1:3 ბეტისი 

"ესპანიოლმა" კვლავ წააგო. გუნდმა ზედიზედ მეხუთე თამაშში იწვნია მარცხი. გუნდის კრიზისი სახეზეა. "ბეტისი" კი განაგრძობს პროგრესს და ანდალუსიელებს აქვთ შანსი, რომ იბრძოლონ ევროტურნირებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ მატჩშ, ანგარიში სერხიო გარსიამ გახსნა და "ესპანიოლი" დააწინაურა. პირველსავე ტაიმში ლო სელსომ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში "ბეტისმა" მეტოქის გატეხვა ბოლო წუთებში შეძლო. 85-ეზე კრისტიან ტელიომ გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 91-ეზე დუარტემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. "ბეტისი" ამ გამარჯვებით ორი პოზიციით დაწინაურდა და 25 ქულით უკვე მე-5 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ესპანიოლს", გუნდი სეზონის სტარტზე ოთხეულში იყო. ახლა კი 21 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
\

უესკა 2:2 ვილიარეალი

კიდევ ერთი უხვგოლინი მატჩი გაიმართა. "უესკამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. გასაკვირი და სენსაციურია, რომ შეხვედრამ აუტსაიდერების მატჩის სტატუსი მიიღო, რადგან "ვილიარეალი" საშინელ სეზონს ატარებს. "უესკამ" ტაიმი 1:0 მოიგო. კუჩომ თერთმეტ მეტრიანი ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე კარლოს ბაკამ ანგარიში თერთმეტ მეტრიანით გაათანაბრა. 81-ეზე მორენომ "ვილიარეალი" წინ გაიყვანა, თუმცა 94-ე წუთზე ლონგომ საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა. "უესკა" 8 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო "ვილიარეალი" 15 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს და მხოლოდ ერთით უსწრებს "ბილბაოს", რომელსაც თავისი თამაში დღეს აქვს გასამართი.

ლევანტე 0:5 ბარსელონა

ტურის ბოლოსწინა მატჩი "ლევანტესა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა. კატალონიელებმა მეტოქე 0:5 გაანადგურეს. მორიგი გენიალური შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ. მან ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ანგარიში კი 35-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა და თავისი მე-11 ბურთი გაიტანა. 43-ე, 47-ე და 60-ე წუთებზე ლიონელ მესიმ სამჯერ აიღო "ლევანტეს" კარი. საბოლოო წერტილი კი 88-ე წუთზე ხერარ პიკემ დასვა. "ბარსელონამ" პირველი ადგილი 34 ქულით კვლავ შეინარჩუნა და უახლოეს მდევრებს, "სევილიასა" და "ატლეტიკოს" 3 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ლევანტეს", გუნდს 22 ქულა აქვს, 2 პოზიციით დაქვეითდა და შესაბამისად მე-8 ადგილზეა.

ალავესი : ბილბაო

XVI ტურის ბოლო შეხვედრა დღეს გაიმართება. "ალავესი" "ბილბაოს" უმასპინძლებს. მატჩს სტუმართათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ბასკები გასავარდნ ზონაში არიან. რაც შეეხება "ალავესს", გუნდი მე-7 ადგილზეა და დღეს მოგების შემთხვევაში მე-5 პოზიციაზე აღზევდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
"ლა ლიგის" XVI ტური დღეს დასრულდება. ტურნირის ბომბარდირი 14 გატანილი ბურთით ლიონელ მესია. საუკეთესო ასისტიც "ბარსელონას" კაპიტანია. მან 10-ჯერ გაატანინა თავის თანაგუნდელებს. რაც შეეხება XVII ტურს, ის პარასკევს, 21 დეკემბერს გაიხსნება. 21.12    "ჟირონა" : "ხეტაფე" 22.12    "რეალ სოსიედადი" : "ალავესი" 22.12    "ბეტისი" : "ეიბარი" 22.12    "ატლეტიკო" : "ესპანიოლი" 22.12    "ბარსელონა" : "სელტა" 22:12    "ბილბაო" : "ვალიადოლიდი" 23.12    "ვალენსია" : "უესკა" 23.12    "ლეგანესი" : "სევილია" 23.12    "რაიო ვალეკანო" : "ლევანტე" 4.01      "ვილიარეალი" : "რეალი" (გადატანილი მატჩი)

სხვა სტატიები