Belive

კვარაცხელიას ვიდეო, რომელსაც 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად კვიპროსი 1:2 დაამარცხა. კვიპროსთან გამართულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და 27-დან 23 (85%) სწორი გადაცემა გააკეთა.

Georgian Footy-ს Twitter-ის გვერდზე, ხვიჩა კვარაცხელიას ტექნიკის დემონსტრირების ამსახველი ვიდეო განთავსდა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. ქართველი ვარსკვლავის ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს ნახვის შემდეგ, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა საინტერესო კომენტარები განათავსეს:

"ამის გასაკეთებლად შეიძლება 1.000.000-ჯერ ვივარჯიშო და მაინც ვერ შევძლო".

"დრიბლინგის დროს, ინიესტას ბუცზე მიმაგრებულ ბურთს მოგაგონებთ".

"ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ის საფეხბურთო სამყაროს მთავარი განხილვის თემა იქნება - გადავა, რომელიმე გახმაურებულ კლუბში და მას ისეთივე აღტაცებით მოიხსენიებენ, როგორც კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს".

"წარმოუდგენელი შესაძლებლობა. უდიდესი ტალანტია. წარმოიდგინეთ რამხელა სამუშაო უნდა გასწიოს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დრიბლინგის დროს ბურთის ასეთი კონტროლი შეძლოს".

"20 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური სანახაობა, რომელიც ცოცხლად მინახავს".

"ეს ბიჭი პრემიერ ლიგაში მჭირდება".

სხვა სტატიები