Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმსა და გულშემატკივრებს მიმართა

1 წთ

ევროპის კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმისა" და "ტირანას" დაპირისპირება შედგება. მატჩი 20 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

პრინციპული მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც "დინამო ბათუმსა" და მის გულშემატკივრებს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, "დინამო ბათუმის" გარდა, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიდევ ორი ქართული გუნდი ასპარეზობს. გორის "დილა" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" სტუმრად "სარაევოს" დაუპირისპირდება.