Belive

ჯო კოული იუბილარია! - გავიხსენოთ ინგლისელის შესანიშნავი გოლი შვედეთთან

1 წთ
დღეს ჯო კოული იუბილარია - 37 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივარს არაერთი მნიშვნელოვანი მომენტით დაამახსოვრა თავი. ტექნიკურად იდეალურად აღჭურვილი კოული სხვადასხვა შემტევით პოზიციაზე თამაშობდა: მას ხშირად ნახავდით როგორც ფლანგზე, ასევე შემტევითი ნახევარმცველისა და მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე. შესანიშნავი დრიბლინგის წყალობით მცველებს თავბრუს ახვევდა და ასევე, დროული საგოლე პასის გაკეთებაც არ ეშლებოდა. ჯო კოულთან დაკავშირებით ერთხელ ლეგენდარულმა პელემ განცხადება გააკეთა: "მას ბრაზილიელი ფეხბურთელის მოძრაობები აქვს," აღნიშნა პელემ იმ დროს, როდესაც კოული ჯერ კიდევ "ჩელსიში" თამაშობდა. "ჩელსიში" კოულმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ამას მოჰყვა "ლივერპული," "ლილი," "ვესტ ჰემი," "ასტონ ვილა" და "ქოვენთრი." აღსანიშნავია, რომ 37 წლის ფეხბურთელს ბუცები ლურსმანზე ჯერ არ ჩამოუკიდებია - ამჟამად იგი აშშ-ში, "ტამპა ბეი როუდიში" თამაშობს.

გავიხსენოთ ჯო კოულის საოცარი გოლო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც მან შვედეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა.

სხვა სტატიები