Belive

იოკიჩის მორიგი ფენომენალური პერფორმანსი - ლეიკერსი დენვერთან დამარცხდა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-4 შეხვედრაში, "ლეიკერსისა" და "დენვერის" დაპირისპირება შედგა,

ლოს ანჯელესში, "Crypto.com Arena"-ზე გამართული სანახაობრივი და დაძაბული მატჩი, "ლეიკერსის" მარცხით 111:113 დასრულდა. "დენვერმა" სერიაში 4:0 გაიმარჯვა და NBA-ს ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, "ბოსტონსა" და "მაიამის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ლეიკერსისა" და "დენვერის" მე-4 შეხვედრაში მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდა - სტუმრებს კვლავ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც ამჯერადაც სამმაგი დუბლი გაიფორმა (30 ქულა, 14 მოხსნა, 13 ასისტი). "ლეიკერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა. "მეფემ" შესანიშნავი თამაში ჩაატარა - ლებრონს სამმაგ დუბლამდე ისევ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (40 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი).

სხვა სტატიები