Belive

იოკიჩის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად დენვერი დამარცხდა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2022/23 წლების სეზონის ფინალის მეორე შეხვედრაში, "დენვერისა" და "მაიამის" სანახაობრივი დაპირისპირება შედგა.

დენვერში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 108:111 დასრულდა, რის შედეგადაც "მაიამიმ" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).

"დენვერის" სერბმა ლიდერმა - ნიკოლა იოკიჩმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. იოკიჩმა 41 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა, მაგრამ "ნაგეთსი" მარცხისგან ვერ იხსნა. "მაიამის" ვინსენტმა (23 ქულა), ადებაიომ (21 ქულა) და ბატლერმა (21 ქულა) ულიდერეს.

სხვა სტატიები