Belive

ჰარდენის ბრწყინვალე მატჩი - ფილადელფიამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-4 შეხვედრაში, "ფილადელშია" "ბოსტონს" დაუპირისპირდა. ფილადელფიაში, "Wells Fargo Center"-ში გამართული დაძაბული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 107:107 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნული ოვერტაიმი არანაკლებ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, მასპინძელთა გამარჯვებით 116:115 დასრულდა.

"ფილადელფიას" მაისურით მორიგი გამორჩეული თამაში აჩვენა ჯეიმს ჰარდენმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მატჩის გმირად მოგვევლინა. ჰარდენმა 42 ქულის, 8 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ნასროლი 9 3-ქულიანიდან 6 ზუსტი აღმოჩნდა. არანაკლებ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიდმა (34 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი).

"ბოსტონს" ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, თუმცა მის მიერ დაგროვებული 24 ქულა, 18 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მე-4 მატჩში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "ფილადელფიამ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

ფინიქსში, “Footprint Center“-ში ასევე სანახაობრივი და დრამატული მატჩი გაიმართა. "ფინიქსმა" მძიმე ბრძოლაში "დენვერის" დამარცხება შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

"ფინიქსისა" და "დენვერის" დაპირისპირება 129:124 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში დევინ ბუკერმა და კევინ დურანტმა 36-36 ქულის დაგროვება შეძლეს და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. "დენვერს" ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 53 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები