Belive

ჰარდენის ბენეფისი ბოსტონის წინააღმდეგ

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, "TD Garden"-ში გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 115:119 დასრულდა.

"ბოსტონ სელტიქსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 43:45 წუთში 39 ქულის, 11 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

"ფილადელფიას" ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა - NBA-ის ვარსკვლავმა, ფენომენალური მატჩი ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ "TD Garden"-ში მისი ბენეფისი შედგა. ჰარდენმა 45 ქულასთან ერთად, 1 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ჰარდენმა 14-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ბოსტონში მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, "ფილადელფია" სერიაში დაწინაურდა (1:0).

სხვა სტატიები