"ბუდუჩნოსტის" მძიმე ფორვარდი, გოგა ბითაძე ევროლიგის 2018/19 სეზონის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.
ევროლიგის 2018/19 წლების სეზონის 13 მატჩში, 19 წლის გოგა ბითაძის საშუალო მაჩვენებელი 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას, 1.2 შედეგიან გადაცემასა და 2.3 ბლოკ-შოტს შეადგენს. აღნიშნული ჯილდო ევროლიგის მხოლოდ იმ კალათბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც 1 ივლისამდე 22 წელზე ნაკლების იქნებიან.
უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ჯილდო ლუკა დონჩიჩს გადაეცემოდა, რომელიც "რეალის" ღირსებას იცავდა.