Belive

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურის MVP გახდა (ვიდეო)

1 წთ
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ადრიატიკის ლიგაზე გოგა ბითაძემ. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელი, რომელიც ტრავმის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა პარკეტს,  "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში ყოფილ კლუბს, "მეგა ბემაქსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 77:70 დაამარცხა. გოგამ პარკეტზე გატარებულ 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მოაგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 31 შეადგინა და ამ მაჩვენებლით იგი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.  შემდეგ მატჩს "ბუდუჩნოსტი" ევროლიგაზე თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის "ბასკონიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ვიტორიაში 15 მარტს გაიმართება.  

მეგა ბემაქსი 70:77 ბუდუჩნოსტი  

 

გოგა ბითაძის ჩატენვა ტურის საუკეთესო მომენტად აღიარეს   

 

სხვა სტატიები