დე ლიხტის შემცვლელმა აიაქსის მაისურით გაიბრწყინა
მატეის დე ლიხტის შემცვლელმა, ლისანდრო მარტინესმა "აიაქსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გაიბრწყინა. ლისანდრო მარტინესი ამსტერდამულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. არგენტინელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "პაოკის" წინააღმდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი პერფორმანსით არა მხოლოდ "აიაქსის" მესვეურები და ფანები - არამედ ნეიტრალური გულშემატკივრებიც მოიხიბლნენ.
Lisandro Martinez vs. PAOK I knew he was rated really highly and so many told me he was the best CB in Argentina, but wow, I never imagined he would be this good. He's absolutely blown me away and I cannot believe we got him for €7m. What a signing. pic.twitter.com/tLrqmu4k2F — Marc Geschwind (@MarcGeschwind) August 15, 2019