Belive

ბექჰემის ახალ კლუბს ახალი სტადიონი ექნება (ვიდეო)

1 წთ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა რომ ახალი გუნდი, "ინტერ მაიამი" დააარსა, ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. "ინტერ მაიამის" სულ მალე ახალი სტადიონი ექნება, რომლის პროექტიც არსებობს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუნდის სახელის გაგონებისას ფეხბურთის მოყვარულებს ასოციაცია მილანის “ინტერზე” გაუჩნდათ, თუმცა რეალურად, გუნდის დასახელების შერჩევისას აშშ-ის ესპანურენოვანი მოსახლეობაც არის გათვალისწინებული. გუნდის სრული საფეხბურთო სახელი ასეთია – Club Internacional de Fútbol Miami. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მაიმის მოსახლეობის 70%-ს ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანები წარმოადგენენ და გუნდის დასახელება სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული. იტალიურმა "ინტერმა" ბექჰემის ახალ კლუბს სახელის გამო უჩივლა. იტალიური გუნდის ადვოკატების თანახმად, 2014 წელს “ინტერმა” აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებას განცხადებით მიმართა, რომ სიტყვა “ინტერი” იტალიური გუნდის ექსკლუზიური ბრენდული ნიშანი ყოფილიყო. საპასუხოდ, ამერიკის საფეხბურთო ლიგის ასოციაციაში აცხადებენ, რომ “ინტერი” ძალიან ბევრი საფეხბურთო გუნდის დასახელებაშია აღნიშნული.
“სიტყვა ინტერი ფეხბურთში საყოველთაოდ გავრცელებულია. შესაბამისად, ეს სიტყვა მხოლოდ ერთ გუნდთან არ ასოცირდება”, – აღნიშნულია MLS-ის განცხადებაში.

სხვა სტატიები