ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში “ვაშინგტონისა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირება შედგა. ვაშინგტონში, “Capital One Arena”-ში გამართული უხვქულიანი და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 136:124 დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ “სან ანტონიოს” სასტარტო ხუთეულში იასპარეზა. პარკეტზე გატარებულ 28 წუთში, მამუმ 10 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. […]