Belive

ნიკა კვეკვესკირი კონფერენს ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლეხ პოზნანის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კონფერენს ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა საკმაოდ მაღალი შეფასება - 8,6 დაიმსახურა. კვეკვესკირი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

ქართველმა ფეხბურთლმა "დიურგარდენის" წინააღდეგ გოლისა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

"ლეხმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა წარმატებით მოახერხა და მისი მომავალი მეტოქე კენჭისყრის შედეგად გადაწყვება. კონფერენს ლიგის კენჭისყრა დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები