Belive

ჟელონში 6 ერზე ვერ ითამაშებს

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

6 ერის 2024 წლის გათამაშების დაწყებამდე 2 კვირით ადრე, საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა მძიმე დარტყმა მიიღო. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ენტონი ჟელონში უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ლე ბლეს" უკანახაზელმა მუხლის მძიმე ტრავმა, ჩემპიონთა თასზე, "ტულუზისა" და "ბათის" დაპირისპირების დროს მიიღო. ჟელონშთან ერთად, 6 ერს დილან კრეტინიც გამოტოვებს, რომელიც ასევე ტრავმირებულია. ფაბიენ გალტიეს დაშავებული მოთამაშეების ალტერნატივად, პოლ ბოდენტი და სეკუ მაკალუ ჰყავს. ძირითად სამეულად კი ფრანსუა კროსი, ჩარლზ ოლივონი და გრეგორი ალდრიტი განიხილებიან.

6 ერის პირველ ტურში, "ლე ბლეს" ურთულესი გამოცდა ელის. 2 თებერვალს, 23:59 საათზე, საფრანგეთისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები