Belive

ვლადი აშვეთია საფრანგეთის U20 მორაგბეთა ნაკრებში გამოიძახეს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის U20 6 ერისთვის მზადებას შეუდგა. უმცროსი "ლე ბლე" საინტერესო შემადგენლობით შეიკრიბა და განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ შემადგენლობაში 4 ისეთი მორაგბე მოხვდა, რომლის მამას სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

U20 "ლე ბლეს" განაცხადში მოხვედრილი 4 უცხოელიდან, ერთ-ერთი ვლადი აშვეთიაა, რომელიც "რასინგში" ასპარეზობს. ვლადის მამა, დავით აშვეთია ვეტერანი "ბორჯღალოსანია", რომელიც პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, "რასინგის", "ოიონას", ნიმის", "კლერმონის", "მონტობანისა" და "მასის" ღირსებას იცავდა.

4 უცხოელი საფრანგეთის რაზმში

  1. ვლადი აშვეთია ("რასინგ 92")

  2. სიმელი დაუნივასუ ("ლა როშელი")

  3. იოან ვასერმანი ("ნევერი")

  4. ლუის ნუნი ("ბრივი")