Belive

ვეტერანი მორაგბე დიმიტრი ფულარია გარდაიცვალა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართული სარაგბო ოჯახის გამორჩეული წევრი, ვეტერანი მორაგბე და არაერთი სახელოვანი ქართველი მორაგბის აღმზრდელი - დიმიტრი ფულარია, გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს, დიმიტრი ფულარიამ ქუთაისის" აიას" რიგებში არაერთი გამორჩეული მორაგბე აღზარდა, რომელთაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი ღირსეულად მოირგეს. ვეტერანი მორაგბე აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის "აიას" საქმიანობაში და თავდაუზოგავად შრომობდა რეგიონში რაგბის განვითარებაზე. Live.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი ფულარიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დიმიტრი ფულარიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად ქართულ სარაგბო ოჯახს.