Belive

,,ვეკნას შანსი არ აქვს" - მსოფლიო რაგბის სახალისო კომენტარი აბჟანდაძის ლელოზე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბიმ სოციალურ ქსელში თედო აბჟანდაძის მიერ იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დადებული პირველი ლელოს ვიდეო გამოაქვეყნა. ლელოს დადებაში დიდი როლი ითამაშა დავით ნინიაშვილმაც, რომელმაც არაერთი მეტოქე ჩამოიშორა. პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: ,,როცა ვეკნას გაურბიხარ'', რაზეც World Rugby-მ უპასუხა - ,,ვეკნას შანსი არ აქვს.'' ვეკნა ნეთფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things, მთავარი ანტიგმირია, რომელიც გონების კონტროლის მეშვეობით კლავს ადამიანებს. მისგან გაქცევას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ცდილობს, ვორლდ რაგბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მუსიკად სწორედ ამ სცენის საუნდრეკი ადევს.


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში იტალიას ბათუმში უმასპინძლა და 28:19 დაამარცხა.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის ნაკრებს მოუგეს.


@worldrugby The try 🙌 The camera work 🔥 #rugby #georgia🇬🇪 #georgianrugby #sports ♬ original sound Running Up That Hill Remix - Séb Reece

სხვა სტატიები