Belive

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" U20 რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში, საფრანგეთში, ფრანგ თანატოლებთან მატჩი და ერთობლივი ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდნენ და ინგლისისთვის მზადებას შეუდგნენ.

U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისთან ორ მატჩს გამართავს. უმცროსი "ბორჯღალოსნებისა" და ინგლისის ორ თამაშიანი სერია "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება. სერიის პირველი დაპირისპირება 27 მაისს, 19:00 საათზე შედგება. აღნიშნულ მატჩზე დასწრება თავისუფალი.

სხვა სტატიები