Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები სიმბოლურ გუნდში კვლავ მოხვდნენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
იტალიაში სამკვირიანი საგა დასრულებულია. სამშაბათს, ტრევიზოში 20 წლამდელთა ექვსი ერის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამხრეთ აფრიკამ უელსის ნაკრები 47:27 დაამარცხა. ტურნირის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა სიმბოლური გუნდი, სადაც გამორჩეულ მოთამაშეებს მოუყარეს თავი. აღნიშნულ სიაში გამარჯვებულთა შემადგენლობიდან ორი მორაგბე მოხვდა. საფრანგეთს საუკეთესოთა შორის სამი წარმომადგენელი ჰყავს. სამხრეთ აფრიკის მსგავსად, სიმბოლურ თხუთმეტეულში, ორი წარმომადგენელი ჰყავს იტალიას, ირლანდიასა და საქართველოს. საუკეთესოთა შორის ალექსანდრე ბურდული და ბექა შვანგირაძე მოხვდნენ. ეს უკანასკნელი "ბორჯღალოსანთა" შერკინების მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ბექამ მთელი ტურნირის მანძილზე 54 შეჯახება განახორციელა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. შვანგირაძეზე მეტი მანძილის მოგება მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეძლო. ქართველმა მორაგბემ შეძლო და საკუთარი თავგამოდებით გუნდი 38 მეტრით ინ წასწია. რაც შეეხება ალექსანდრე ბურდულს. ის მეორე ხაზში ნამდვილად გამორჩეული მოთამაშე იყო. მთელი ტურნირის განმავლობაში მეტოქის მცველებისთვის ნამდვილ თავის ტკივილს წარმოადგენდა. მისი ხაზის გაჭრებითა და მოგებული მანძილით ალექსანდრემ ნამდვილად დაიმსახურა ადგილი.