Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიომდე ინგლისს და საფრანგეთს დაუპირისპირდებიან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები უმცროს ბორჯღალოსნებთან (20 წ,) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში.

ქართული რაგბისთვის სასიხარულო ამბით საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია ინგლისიდან ამ დღეებში დაბრუნდა. ვიზიტი 6 ერის, მსოფლიო რაგბის, ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბისა (EPCR) და 6 ერის წევრ ფედერაციათა მიწვევით შედგა და ერთ კვირას გაგრძელდა.

 “2023 მსოფლიო თასის და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წელია და მორაგბეთა უკეთ მოსამზადებლად უმაღლესი დონის გუნდებთან მათი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ ყველა დონის სარაგბო სტრუქტურაში ასეთ პერსპექტივას ცალსახად მიესალმებიან. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა ისტორიულმა გამარჯვებებმა და რაგბის კავშირის პროგრესულმა სისტემურმა რეფორმირებამ დღის წესრიგში ქართული რაგბის მსოფლიო როლის გადახედვა დააყენა”. - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები