Belive

უინი ატონიო 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში ვეღარ იასპარეზებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ბურჯი უინი ატონიო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მორკინალი 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

აღნიშნული სასჯელი ფრანგმა მორაგბემ ირლანდიასთან შესრულებული ბოჭვის გამო დაიმსახურა. ატონიომ რობ ჰერინგი სახიფათოდ შებოჭა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

უინის სასჯელი მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრა. დისციპლინარულმა კომიტეტმა მისი ქმედება განიხილა და გადაწყვიტა, რომ მორაგბეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეეფარდოს.

"ვინაიდან მოთამაშემ საკუთარი დანაშაული აღიარა და მოწინააღმდეგეს უთანაგრძნო კიდეც. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ექვსკვირიანი სასჯელი სამ კვირამდე შევამცირეთ. მოთამაშე გამოტოვებს შემდეგ სამ შეხვედრას: 26 თებერვალი 2023 - საფრანგეთი - შოტლანდია, 11 მარტი 2023 - ინგლისი - საფრანგეთი, 18 მარტი 2023 - საფრანგეთი - უელსი." - წერია დისციპლინარული კომიტეტის განცხადებაში.

სხვა სტატიები