Belive

უელსის მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ზუსტად 100 დღეა დარჩენილი. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არეულობაა - ალუნ ვინ ჯონსისა და ჯასტინ ტიპურიკის შემდეგ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა სახელოვანმა მორაგბემ მიიღო.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რის ვებმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა" და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვეტერანმა წევრმა დაადასტურა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ თამაშის შესაძლებლობის გამო მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის რის ვების სამსახურით ფრანგული "ბიარიცი" ინტერესდება - ვების ხილვა აშშ-სა და სამხრეთ ნახევარსფეროშიც სურთ.

"მქონოდა შანსი, რომ უახლოეს წარსულში უელსის კვართით მეთამაშა უდიდესი პატივია. ასევე, საოცრად ამაყი ვარ იმით, რომ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ გაფართოებულ შემადგენლობაში დამასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ უელსში თამაშით ვტკბებოდი და კარიერის სამშობლოში დასრულება მსურდა, უელსის რაგბიში არსებული სირთულეები და გამოწვევები იმას ნიშნავდა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შანსი, რომელიც ჩემს მომავალს უზრუნველყოფდა, საკმაოდ დაბალი იყო. როდესაც მომეცა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა საზღვარგარეთ, რის შედეგადაც ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი იქნებოდა უზრუნველყოფილი, თანხმობა განვაცხადე.

ვფიქრობ, დროა სანაკრებო კარიერას დავემშვიდობო და დავტკბე პროფესიონალური სარაგბო კარიერის უკანასკნელი წლებით. მინდა მადლობა გადავუხადო "ოსპრიზს" ყველაძე მძიმე პერიოდში გამოცხადებული ნდობისთვის და უორენ გეტლენდს, რომელმაც საკრარული წითელი კვართის კიდევ ერთხელ მორგების შესაძლებლობა მომცა", - რის ვები.

რის ვებმა "დრაკონების" შემადგენლობაში ადგილი უეინ პივაკის დროს დაკარგა, თუმცა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე უორენ გეტლენდის დაბრუნების შემდეგ, უელსის რიგებში კვლავ გამოიძახეს და 2023 წლის 6 ერის განაცხადშიც მოხვდა. ვეტერანი მორაგბე, რომელსაც ზურგს 40 სანაკრებო კეპი უმაგრებს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ გაფართოებულ შემადგენლობაშიც იყო დასახელებული.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ფიჯისავსტრალიისსაქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები