Belive

უელსელმა ფანებმა და მსაჯმა სებასტიენ ვაამაინა დატროლეს (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში უელსი საფრანგეთს შეერკინა. დრამატული 1/4-ფინალური მატჩი უელსელთა გამარჯვებით, ანგარიშით 20:19 დასრულდა. აღსანიშნავია რომ საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების და მატჩის ანტიგმირად სებასტიენ ვაამაინა მოგვევლინა. მატჩის 49-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც უელსი საფრანგეთთან 10:19 მარცხდებოდა, ფრანგმა მეორე ხაზელმა აარონ ვეინვრაითის წინააღმდეგ იუხეშა - რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და დარჩენილი დროის გატარება საფრანგეთს 14 კაცით მოუწია.
სებასტიენ ვაამაინამ აარონ ვეინვრაიტს მოლში აქტიურობის დროს სახეში იდაყვი ჩაარტყა, რაც მატჩის მთავარ მსაჯ, იაკო პეიპერს და მის დამხმარეებს უყურადღებოდ არ გამორჩენიათ და ვაამაიანას მოედანი დაატოვებინეს. სოციალურ ქსელებში უელსელი ფანებისა და იაკო პეიპერის მატჩის შემდგომი ფოტო გავრცელდა, რომელშიც ისინი სებასტიან ვაამაინას ინციდენტს ხუმრობით ეხმაურებიან - აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფოტოსთან დაკავშირებით მსოფლიო რაგბიმ გამოძიება დაიწყო.

სხვა სტატიები