U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებენ
U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1/2-ფინალში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. ასევე, ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მეხუთე-მერვე და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის გამართავენ ბრძოლას.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და უძლიერეს ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს, რის შემდეგ 1/2-ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, რაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიაში ასევე საუკეთესო შედეგია.
მეხუთე-მერვე ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე შეხვედრაში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგება. წყვილებში გამარჯვებულები მეხუთე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მეშვიდე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.
მეხუთე-მერვე ადგილები
- საქართველო Vs. უელსი
- ახალი ზელანდია Vs. ავსტრალია
საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 9 ივლისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე, ქეიფთაუნში გაიმართება.