U20 | სამხრეთ აფრიკის დომინირებით
5 წლის წინ
რაგბი
2 წთ
შესვენებისას მეტოქემ ცვლილებებს მიმართა, ტემპს უმატა და სრულ უპირატესობას დაეუფლა. მართალია მათ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა ერთი წუთის ინტერვალში სინბინით ლაშა ციხისთავი და ნიკა სუთიძე დავკარგეთ და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. "ჯუნიორ ბოკემ" 5-მეტრიანი შერკინებიდან ერთი ლელო იქვე გაიტანა, 61-ე წუთზე კი ხაზი გაიჭრა და მეოთხე ლელო მივიღეთ. დასკვნით 10 წუთში ერთი ლელო ფეხით ცუდად მოგერიების შემდეგ, კონტრშეტევით გავუშვით, ხოლო მეორე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შედეგად და მასპინძლებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინამ ურუგვაის 35:12 მოუგო. 3 ივლისს სამხრეთ აფრიკა ფინალში არგენტინას, უმცროსი ბორჯღალოსნები კი მე-3 ადგილისთვის ურუგვაის შეხვდება.
ფოტო: Roger Sedres/TrySportimages წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი