Belive

U20 | მომავალ მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა – ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებენ და რანგით მეორე ტურნირზე (20-წლამდელთა ალაფა) გამოვლენ.

წლევანდელ ახალგაზრდულ რაგბის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, 2024 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. ცნობილია, რომ მომავალ მსოფლიო თასს კვლავ სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები B-ჯგუფში იასპარეზებენ.

A-ჯგუფი: საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია, ალაფიდან აღზევებული.

B-ჯგუფი: ირლანდია, ავსტრალია, საქართველო, იტალია.

C-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა, ფიჯი.

სხვა სტატიები