U18 | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
3 თვის წინ
რაგბი
1 წთ
უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 აგვისტოს, 13:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩისთვის, უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.
U18 სამატჩო განაცხადი
შეგახსენებთ, რომ 18 წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სახელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვეს - პირველ ტურში ჩვენმა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა (35:31).