U18 | უმცროსი ბორჯღალოსნები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას. უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისელ, სამხრეთ აფრიკელ და ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
8 აგვისტოს უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის დაპირისპირება შედგება. 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრები შეგვერკინება, ხოლო 16 აგვისტოს, ირლანდიას ვეთამაშებით.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გასულ წელსაც იმყოფებოდნენ და იგივე ტურნირზე, იგივე მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამივე მატჩში ბრძოლაში დამარცხდა.