Belive

Tier 2 Rugby | ოთხი ქართველი მორაგბე რჩეულთა შორის დასახელდა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა - ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

Tier 2 Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 4 მორაგბეს რჩეულთა შორის ასახელებს.

U20 რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს, ფიჯისა და იაპონიის, რომელმა ტალანტებმა მოახდინეს თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება? 3 ფიჯელ მორაგბესთან ერთად, Tier 2 Rugby-მ ხონელიძე, ზაზაძე, კახოიძე და აფციაური გამოარჩია. იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრები კი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ განსაკუთრებული ტალანტები არ ჰყავთ.

სხვა სტატიები