Belive

თედო აბჟანდაძე კარიერას პრო დ2-ში გააგრძელებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავი - თედო აბჟანდაძე, ტოპ 14-ის ბინადარ "ბრივს" დაემშვიდობა. ფრანგულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, აბჟანდაძე კარიერას "მონტაბანში" გააგრძელებს. Midi Olympique-ს მტკიცებით, საფრანგეთის პრო დ2-ის ბინადარმა "მონტაბანმა" დიდი წმენდა ჩაატარა, რის შემდეგაც, თედო აბჟანდაძე ერთ-ერთი პირველია, რომელიც გუნდს შეუერთდება. 2019 წელს, "ბრივში" გადასვლის შემდეგ, აბჟანდაძემ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (18 ტოპ 14, 10 ჩელენჯ ქაფი) 15 მატჩში აბჟნდაძე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ თედო აბჟანდაძე არ არის ერთადერთი "ბორჯღალოსანი", რომელმაც წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, "ბრივი" დატოვა - ფრანგულ კლუბს ოთარ გიორგაძე და სოსო ბეკოშვილიც დაემშვიდობნენ.

სხვა სტატიები