Belive

თედო აბჟანდაძე და ოთია გიორგაძე ახალ კლუბში ერთად ითამაშებენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა: თედო აბჟანდაძემ (N10) და ოთია გიორგაძემ (N6) ოფიციალურად დატოვეს "ბრივი" და ახალ კლუბში ერთად ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 ნომერი და მესამე ხაზელი საფრანგეთის PRO D2-ის კლუბ "მონტობანში" ჩაირიცხნენ. ოთია გიორგაძემ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ფრანგულ კლუბში 2024-წლამდე დარჩება. რაც შეეხება თედო აბჟანდაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს და "მონტობანის" ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს. ოთარ გიორგაძე "ბრივის" შემადგენლობაში 2018 წლიდან ირიცხებოდა და შავ-თეთრი მაისური 51-ჯერ მოირგო, სადაც თავი ლელოთი 11-ჯერ გამოიჩინა. თედო აბჟანაძე კი "ბრივის" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, სადაც ჩატარებულ 18 მატჩში საკუთარ კლუბს 75 ქულა მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ "მონტობანმა" 2021/2022 წლების სეზონი PRO D2-ში მე-8 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაგბო კლუბი მომავალ სეზონში კვლავ საფრანგეთის რანგით მეორე საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს.

სხვა სტატიები