Belive

თბილისის ლოკომოტივმა იტალიური კალვიზანო დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "კონტინენტის ფარის" შეხვედრა, სადაც ქართული რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "ლოკომოტივმა" იტალიური "კალვიზანო" 13:20 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი 6:12 ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში იტალიელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თბილისელებმა პოზიციები არ დართმეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებით "ლოკომოტივი" კონტინენტის ფარის მეორე ადგილზე 9 ქულით დარჩა. "კალვიზანოს" 10 ქულა აქვს. თბილისელები ამ გამარჯვებით ინარჩუნებენ ჯგუფიდან გასვლის შანსს. "ლოკომოტივი" ბოლო მატჩს თბილისში, იტალიურ "ფიამე ოროსთან" გამართავს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველი - ბექა წიკლაური დაასახელეს.

სხვა სტატიები