Belive

"თავი სიზმარში მეგონა" - ლუკა მატკავა უელსთან გამარჯვებას იხსენებს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ლუკა მატკავა ოქტომბერში 21 წლის გახდა და უკვე ნოემბერში ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ახლა მისი უახლესი მიზანი "შავ ლომთან" ევროპის სუპერთასის ტიტულის შენარჩუნებაა. ქართულ ფრენჩაიზს მომავალი შეხვედრა "იბერიანსის" წინააღმდეგ ელის, რომელიც კვირას 4 საათზე გაიმართება.

ზაფხულში, ბათუმში, საქართველომ იტალია დაამარცხა და ისტორიაში პირველად, პირველი დონის ქვეყნის გუნდი დაამარცხა. ამის გარდა, "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ხმაურიანი შედეგი აჩვენეს. კარდიფში, ლევან მაისაშვილის გუნდმა უელსის ნაკრები 12:13 დაამარცხა.



მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, თედო აბჟანდაძე ლუკა მატკავამ შეცვალა, რომელმაც 78-ე წუთზე რთული ჯარიმა შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"იმ მომენტში ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ჯარიმა უნდა გამეტანა. წამითაც არ მიფიქრია, რომ ქულას ვერ ავიღებდი. შესაძლოა ეს დამეხმარა დარტყმის დროს ზეწოლის თავიდან აცილებაში. თავიდან გამიჭირდა ამ ყველაფრის დაჯერება და ემოციები არ გამომიხატავს. თავი სიზმარში მეგონა." - იხსენებს ლუკა მატკავა.

როგორც ზემოთ ვახსენე, ლუკა მატკავას მომავალი მატჩი "შავი ლომის" შემადგენლობაში ელის. მას სჯერა, რომ ნაკრებში მიღებული გამოცდილება "იბერიანსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში გამოადგება.

„რა თქმა უნდა, მიღებული გამოცდილება ძალიან დიდ ძალას მაძლევს. კვირას კარგ და სანახაობრივ თამაშს ველოდებით, ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვართ. ამ ტურნირის მოგებით დავამტკიცებთ, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ.”

სხვა სტატიები