Belive

სუპერ თასი | შავი ლომი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია!

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებულად კვლავ "შავი ლომი" მოგვევლინა.

ქართულ დერბიში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი "შავი ლომისა" და "ბათუმის" დაპირისპირება შედგა. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, რომელიც "შავი ლომის" გამარჯვებით, 37:0 დასრულდა.

სუპერ თასის დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული პორტუგალიური "ლუზიტანუში" გახდა, რომელიც გასულ წელს "შავმა ლომმა" ფინალში დაამარცხა.

3-4 დეკემბერს, სუპერ თასის ნახევარფინალში, "შავი ლომი" ესპანურ "იბერიანსს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები