Belive

სუპერ თასი | შავი ლომი ფინალისთვის დაირაზმა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერ თასის მოგებას ზედიზედ მესამედ შეეცდება. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი "თელ-ავივ ჰითსს" დაუპირისპირდება.

ფინალური მატჩის წინ, მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა "შავი ლომის" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

"შავი ლომის" რაზმი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

აღსანიშნავია რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის არსებობის განმავლობაში, "შავი ლომი" ყველაზე მეტჯერ "თელ-ავივ ჰითსს" დაუპირისპირდა. განვლილი 6 მატჩიდან, 4 "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა. 1 მატჩში გუნდები დაზავდნენ, ხოლო 1 გამარჯვება "ჰითსს" დარჩა.

სხვა სტატიები