Belive

სუპერ თასი | ფინალი ავჭალის სტადიონზე გაიმართება

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის 2023 წლის გათამაშების ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფინალი 22 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ასევე ცნობილია, რომ ფინალურ მატჩს "ავჭალის რაგბის სტადიონი" უმასპინძლებს. ფინალურ მატჩში, ტურნირის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი" "თელავივ ჰითსს" დაუპირისპირდება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მესამედ შეეცდება.

სხვა სტატიები