Belive

შესაძლოა ნიკა ამაშუკელმა მსოფლიო თასის ფინალი განსაჯოს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის სექტემბერში, რაგბის სამყაროში მთავარი მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ნიშვნელოვაი ღონისძიების ფინალი განსაჯოს ქართველმა არბიტრმა ნიკოლოზ ამაშუკელმა.

ნიკას გვარი ისეთი სახელოვანი არბიტრების გვედრით განიხილება, როგორებიც არიან: უეინ ბარნსი, ლუკ პირსი, მეთიუ რაინალი და ა.შ.

როგორც Planet Rugby წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამაშუკელი სხვებთან შედარებით გამოუცდელია, ის სწორედ ისეთი არბიტრია, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალი უნდა განსაჯოს. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამაშუკელი 4 ენაზე საუბრობს, რაც სხვებთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩი გახსნის. ეს დიდებული მატჩი 8 სექტემბერს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები