Belive

შესაძლოა, ჯონი სექსტონმა ექვსი ერის გახსნითი შეხვედრა გამოტოვოს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ირლანდიის კაპიტანმა ჯონი სექსტონმა ტრავმა მიიღო და მისი თამაში, 2023 წლის 6 ერის სადებიუტო შეხვედრაში, საეჭვოა.

"კონახტთან" მოგებულ შეხვედრაში, 37 წლის მგეზავმა სახის ძვალი დაიზიანა. "ლენსტერი" ვერ ასახელებს ზუსტ დროს თუ, როდის შეძლებს მორაგბე მოედანზე დაბრუნებას.

მიუხედავად ასაკისა, სექსტონი მაინც საკვანძო ფიგურაა ირლანდიის ნაკრებში. გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდხანს ცდილობდა მისი შემცვლელის პოვნას, თუმცა, უშედეგოდ.

ირლანდიელები 6 ერის გახნით შეხვედრაში უელსს, "ფრინსიფალითი სთეიდიუმზე", 4 თებერვალს დაუპირისპირდებიან. მორიგი მატჩი კი, ჩემპიონ საფრანგეთთან 11 თებერვალს ელით, რასაც ორ კვირაში იტალიასთან გასვლითი შეხვედრა მოჰყვება.

სხვა სტატიები