Belive

შემოდგომის სერიების რეიტინგი გამოქვეყნდა | ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შემოდგომის ერთა სერიების მეორე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” სამოასთან დამარცხების გამო, მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე დაქვეითდნენ.

საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ.

6-10 პოზიციები ასე განაწილდა: არგენტინა, უელსი, ავსტრალია, შოტლანდია და იაპონია.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მატჩი, სტუმრად უელსელების წინააღმდეგ გველის. შეხვედრა 19 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები