Belive

შავი ლომის გაფართოებული შემადგენლობა ბრიტანული ტურნესთვის

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, "შავი ლომი" ბრიტანეთში ჩავიდა. "შავი ლომი" 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში დაბანაკდა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის. შოტლანდიური შეკრების შემდეგ, ქართული ფრენჩაიზი ინგლისში, ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს, სადაც "ლესტერ თაიგერსთან" გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

"ლესტერისა" და "შავი ლომის" მატჩი 3 მაისს, "უელფორდ როუდზე" საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება. "შავი ლომის" 31-კაციან შემადგენლობაში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. ფრენჩაიზში დებიუტი ექნება ბურჯ ვახტანგ ქვათაძეს.

"შავი ლომი" ბრიტანულ ტურნეზე

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ვახტანგ ქვათაძე; ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.

სხვა სტატიები