Belive

შავი ლომი მომავალ შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "სუპერ თასის" აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებული “შავი ლომი” გახდა. დასავლეთ დივიზიონის ტრიუმფატორად კი, პორტუგალიური “ლუზიტანუში” მოგვევლინა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თუ როდის გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ქართული გუნდი ესპანურ “იბერიანსს" დაუპირისპირდება. "შავი ლომი" ავჭალის სტადიონზე 4 დეკემბერს, 16:00 საათზე მიიღებს მეტოქეს და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება, რომელიც 17 დეკემბერს არის ჩანიშნული.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მოქმედმა ჩემპიონმა, მოპოვებული გამარჯვებებითა და ბონუს-ქულების წყალობით, აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო. რაც შეეხება "იბერიანსს", მათ 6 შეხვედრიდან 5 მოიგეს და მხოლოდ ერთში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ნახევარფინალში აქამდეც შეხვედრილან, სადაც "შავმა ლომმა" მეტოქე 43:40 დაამარცხა.

სხვა სტატიები