Belive

შავი ლომი გულშემატკივრებს შეხვდა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის - "შავი ლომის" მოთამაშეები გულშემატკივრებს შეხვდნენ. 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, დედაენის ბაღში გულშემატკივრებმა მოთამაშეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრად ჩელენჯ ქაფის მატჩზე დასასწრები ბილეთები მიიღეს.

9 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, "შავი ლომი" ინგლისური საკლუბო რაგბის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს - "გლოსტერს" უმასპინძლებს.

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე წარმატებით ასპარეზობს - ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ ორჯერ მოპოვების შემდეგ, ქართული ფრენჩაიზი წლევანდელ სეზონშიც დამაჯერებლად თამაშობს და 1/2-ფინალის საგზური გაინაღდა. ასევე, 9 დეკემბერს, "შავი ლომი" "ჩელენჯ ქაფის" უპრესტიჟულეს ტურნირში ჩაერთვება და სადებიუტო სეზონშივე შეეცდება ევროპული სარაგბო პუბლიკის გულის მოგებას.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

სხვა სტატიები