Belive

შავი ლომი ბრიტანულ ტურნეში 30 მორაგბით მიემგზავრება

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, "შავი ლომი" 15 მაისს ბრიტანულ ტურნეში მიემგზავრება. შოტლანდიაში "შავი ლომი" 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 17 მაისს, "შავი ლომი" "ედინბურგის A გუნდს, ხოლო 22 მაისს "გლაზგო უორიორსს" დაუპირისპირდება.

რიჩარდ ქოქრილმა ბრიტანული ტურნესთვის "შავი ლომის" 30-კაციანი რაზმი შეარჩია, საიდანაც 17 მორკინალი, ხოლო 13 ხაზის მოთამაშეა.

"შავი ლომის" რაზმი

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, კახაბერ დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა ივანიშვილი;

ხაზი: ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.

სხვა სტატიები