Belive

სენსაცია რაგბი ევროპაზე - პორტუგალია აუტსაიდერთან დამარცხდა

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპი სენსაციურად დაიწყო. აუტსაიდერმა ბელგიის ნაკრებმა პორტუგალია 10:6 დაამარცხა.

B ჯგუფში მოასპარეზე გუნდების შეხვედრა მე-3 წუთზე პორტუგალიის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაიწყო. მე-6 წუთზე ბელგიამ ლელოს დადება მოახერხა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. 29-ე წუთზე ბელგიელებმა საჯარიმო დარტყმაც ჩაიწერეს აქტივში, საბოლოო ანგარიში კი პორტუგალიელების მიერ 31-ე წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დასრულდა.

სხვა სტატიები