Belive

სარაგბო სამყაროში საინტერესო ცვლილება იგეგმება

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
უკვე დიდი ხანია, რაც რაგბის უდიდეს ორგანიზაციებს შორის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩემპიონატი სტარტს 2025 წელს აიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპის პროფესიონალური რაგბის კლუბების (EPCR) და ინგლისის რაგბის ფედერაციებმაც დაადასტურეს. EPCR-ის სპიკერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა უკვე გადამწყვეტ ფაზას მიაღწია და ამ ტურნირის ჩანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია. ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა უილ სვინიმ მედიასთან განაცხადა:
"ამ იდეას, როგორც ორგანიზაცია მხარს ვუჭერთ, თუმცა, ჯერ მიზნამდე დიდი დრო გვაშორებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფორმირება ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული და გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ეს ტურნირი ჩრდილო-სამხრეთულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებს."
ბუნებრივია, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი საწყის ეტაპზე ევროპის ქვეყნებში გაიმართება, მაგრამ, ტურნირის მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება და შეხვედრები, წლების შემდეგ, დედამიწის სხვა ნახევარსფეროშიც გაიმართება. გულშემატკივარს აწუხებს კითხვა, შეუშლის თუ არა ხელს აღნიშნული ტურნირი 6 ერის ჩემპიონატს, რომელიც სარაგბო სამყაროში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულია. ორგანიზატორებმა ამ საკითხზე იზრუნეს და ეს ორი ტურნირი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2025 წელს აიღებს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

სხვა სტატიები