Belive

"საქართველოსთან თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია" - ჯოშუა ტუისოვა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პრინციპულ მატჩში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართება. 30 სექტემბერს, ბორდოში, მფრინავი ფიჯელები ბორჯღალოსნებს შეერკინებიან და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალის საგზურს გაინაღდებენ.

მოახლოებული მატჩის წინ, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და სუპერვარსკვლავმა - ჯოშუა ტუისოვამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. ტუისოვა აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მატჩი, ფიჯისთვის ფინალის ტოლფასია. 

საქართველოს და პორტუგალია ორივე ძალიან კარგი გუნდია და მათ ზერელედ არ ვუყურებთ. პირველი მატჩი საქართველოსთან გვაქვს - რამდენიმე ქართველ მორაგბესთან ერთად მითამაში. ჩვენთვის საქართველოსტან მატჩი ფინალის ტოლფასია და ყველაფერს ვიზავთ გამარჯვებისთვის. - ჯოშუა ტუისოვა.

სხვა სტატიები