Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების დომინანტური გამარჯვება

8 საათის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრები 54:3 გაანადგურა.

გასვლით მატჩში ჩატარებული დაპირისპირების პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა მცირე უპირატესობით მოიგეს - 7:3. პირველ ნახევარში ლელო ოთარ მეტრეველმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა ლუკა მატკავამ.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მატჩში სრულად დომინირებდა და ჩვენმა ნაკრებმა 47:0 მოიგო. 2-2 ლელო დადეს დემურ თაფლაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ, თითო-თითო კი აკაკი ტაბუცაძის და გიორგი ჯავახიას ანგარიშზეა. მეორე ტაიმში ლუკა მატკავამ 5-ჯერ მოახერხა გარდასახვის ზუსტად შესრულება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია, ბორჯღალოსნებს აღნიშნული ტურნირი ზედიზედ 8-ჯერ აქვთ მოგებული, სულ კი 17-ჯერ.

ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე ნიდერლანდები იქნება, მატჩი 15 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები